ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული 16 974 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში “ქუთაისის აეროპორტი “, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ც.ე.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 16 974 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ბრილიანტის თვლებით (საერთო წონა 54,77 გრამი) გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.