აშშ-ში ქალმა, რომელიც 10 წელია კომაშია, იმშობიარა – ბავშვის მამას ეძებენ
ამერიკის შტატ არიზონაში, ქალმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში უბედური შემთხვევის გამო კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბავშვი გააჩინა. პოლიციამ გაუპატიურების ფაქტით გამოძიება დაიწყო და იკვლევს, ვინ შეიძლება იყოს ახალშობილის მამა. სამართალდამცველები დნმ-ის სინჯებს კლინიკის თანამშრომლებისგან იღებენ.
ინციდენტი ქალაქ ფენიქსთან მდებარე კლინიკა Hacienda-ში მოხდა. ქალმა 29 დეკემბერს იმშობიარა. ჩვილი თავდაპირველად არ სუნთქავდა, თუმცა მედპერსონალმა მისი გადარჩენა შეძლო და ამჟამად ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.