ამირან გამყრელიძე: ხვალ, ქვეყანაში “ტამიფლუს” დიდი პარტია შემოვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხვალ ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, მისივე თქმით, აღნიშნული პრეპარატის დეფიციტი არ იქნება.
“აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები