ქუთაისში, ხანძრის შედეგად, 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ორსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლმა საცხოვრებელი სახლის 30 კვ.მეტრის ფართობი გაანადგურა.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები