რუსეთში დედამ ახალშობილი გოგონა მოკლა
რუსეთში, ომსკის რაიონში მრავალშვილიანმა დედამ ახალშობილი გოგონა მოკლა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
“გამოძიების ვერსიით, 2019 წლის 7 იანვრის ღამეს, ეჭვმიტანილმა, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, საკუთარ სახლში დახმარების გარეშე სიცოცხლის უნარიანი გოგონა გააჩინა, რომელსაც შემდგომ სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა”, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.