თურქეთში, ქალაქ ალანიას, შესაძლოა, ეთნიკურად რუსი მერი ჰყავდეს
თურქეთის მოქალაქე, მაგრამ ეთნიკურად რუსი, ანასტასია პეტროვა თურქეთის ქალაქ ალანიის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მედიას ანასტასია პეტროვას პრესმდივანმა განუცხადა.
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ადგილობრივი არჩევნები 31 მარტს დანიშნა. ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც თურქეთში ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება, ქალაქის მერებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, სოფლის საბჭოს დეპუტატებს ირჩევენ.