“დროის ფუჭი ხარჯვაა” – ტრამპმა დემოკრატებთან “შათდაუნის” მოლაპარაკებები დატოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც დემოკრატებმა მას მექსიკის საზღვართან კედლის აშენების მხარდაჭერაზე უარი უთხრეს. “შათდაუნის” შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ დონალდ ტრამპმა ამ პროცესს “დროის ფუჭი ხარჯვა” უწოდა და მოლაპარაკებები დატოვა.
მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად დემოკრატების მიერ 5.7 მილიარდის გამოყოფაზე უარის თქმის გამო აშშ-ში ე.წ. “შათდაუნი” 22 დეკემბრიდან გრძელდება, რაც სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის ნაწილობრივ შეწყვეტას გულისხმობს. ამჟამინდელი “შათდაუნი” შესაძლოა აშშ-სთვის ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
მთავრობას დაფინანსება მას შემდეგ შეუწყდა, რაც სენატმა ახალი ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარი თქვა, რაც სხვა ხარჯებთან ერთად, საზღვართან კედლის აღმართვის ხარჯებსაც მოიცავდა. დონალდ ტრამპი კი უარს აცხადებს ბიუჯეტს ხელი ამ ხარჯის გაწერის გარეშე მოაწეროს .