თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, II და III მიკრორაიონების, ჯავახეთის, კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის და ილია სუხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, თოფურიძის, ალილუევის, ეროსი მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, ნაფეტვრების და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ “სამგორი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ანთიმოზ ივერიელის, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ჭავჭავაძის, კეკელიძის, თაყაიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III და III-ა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები