“ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში”

ჩვენ ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომელსაც სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, სრულად გავიზიარებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.
“ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში. ჩვენ, ბუნებრივია, მივესალმებით ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ პოზიციას, ჩვენ ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომელსაც სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე სრულად გავიზიარებთ”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები