ფოთის მერიამ ტენდერით 120 კუბო შეისყიდა

ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მათ, ვეტერანებისთვის, სოციალურად დაუცველებისსა და მარტოხელებისთვის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, 120 სასახლე შეისყიდეს.
მათივე ცნობით, ვეტერანებისთვის ასევე 300-ლარიანი დახმარება აქვთ გათვალისწინებული.
“სასახლეების შესყიდვა ტენდერის საშუალებით განხორციელდა. წლების განმავლობაში ასე ვიქცეოდით, გვაქვს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სოციალურად დაუცველების, მარტოხელების, ვეტერანების გარდაცვალების შემდეგ მათ ოჯახებს ჩასასვენებელი ჭურჭლით ვეხმარებით. ვეტერანებისთვის ასევე გვაქვს 300-ლარიანი დახმარება. სოციალურად დაუცველები სპეციალურ პროგრამაში არიან ჩართულები”, – აცხადებენ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამსახურში.
ცნობისათვის, ტენდერში გამარჯვებულთან, რომელმაც ფასის ყველაზე ნაკლები ბიჯი 25 ათასი ლარი დააფიქსირა, ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები