თამარ ჩუგოშვილი: თუ პრობლემები არსებობს გუნდში უნდა გადაიჭრას, ვინმეს გარიცხვა ამას არ შველის

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ თუ გუნდში პრობლემა არსებობს ამას გადაჭრა სჭირდება და არა ვინმეს გუნდიდან გარიცხვა. მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეპუტაცია, რომელსაც დისკრედიტირებული ადამიანები ვერ შექმნიან.
“გარიცხვის თემაზე მე არაფერი მსმენია, მხოლოდ მედიიდან შევიტყვე ეს ინფორმაცია. გუნდში ამაზე საუბარი არ გვქონია. მე არც მომწონს ასეთი მიდგომები. თუ რაიმე პრობლემები არსებობს ამას გარიცხვა არ შველის, პრობლემას გადაჭრა უნდა. ვინ რა ფორმით გამოხატავს აზრს, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის სწორი სასამართლო სისტემაა მნიშვნელოვანი, რომელიც კარგი რეპუტაციის გარეშე არ არსებობს. სასამართლოს რეპუტაციას კი დისკრედიტირებული ადამიანები ვერ შექმნიან”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები