“პრაიმტაიმის” დირექტორად ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი დაინიშნა

„პრაიმტაიმის“ მულტიმედიური ჯგუფის დირექტორად ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი დაინიშნა.
ვახო ხუზმიაშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის ასევე პოლიტიკური თოქშოუ „თავისუფალი სივრცის“ ავტორი და წამყვანი იყო.
„პრაიმტაიმის“ განახლებულ გუნდს, ასევე, შეემატნენ პრეზიდენტის ყოფილი პრესს სპიკერი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი.
აკაკი გოგიჩაიშვილს ბოლოს ტელეკომპანია იბერიაზე გადაცემა „ბიზნეს კოდი“ მიჰყავდა. „პრაიმტაიმი“ ახალ სახეებთან ერთად მასშტაბურ პროექტებს იწყებს, რომლის შესახებაც დეტალებს ჩვენი მკითხველი და მაყურებელი უახლოეს დღეებში შეიტყობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები