თბილისის მერია სასწრაფო დახმარების ცენტრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები პაციენტებს საგანგებო რეჟიმში ემსახურებიან.
„გვინდა გამოვეხმაუროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაუმართავად და არაორგანიზებულად მუშაობენ.
ოპოზიციის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას და ლახავს იმ ექიმების ღირსებას, რომლებიც პროფესიონალურად და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებით, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს.
თბილისის მერია პასუხისმგებელია როგორც ცენტრის გამართულ მუშაობაზე, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეული პერსონალის წინაშე და არ დაუშვებს მათი პროფესიული ღირსების შელახვას.
თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები