ეგვიპტეში სატვირთო მანქანა ხიდიდან გადავარდა, არიან დაშავებულები

ეგვიპტეში სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ბენი-სუეიფის პროვინციაში ხალხი გადაჰყავდა, გადაბრუნდა და ხიდიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “Ioum7” ავრცელებს.
საგზაო პოლიციის ინფორმაციით, ავარია ქალაქ ელ-ვასტატში დღეს დილით მოხდა. მგზავრები მეზობელ სოფელში, გასვენებაში მიდიოდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები