არის თუ არა სამედიცინო პირბადეების დეფიციტი აფთიაქებში

გრიპის ვირუსების მატების პარალელურად, აფთიაქებში სამედიცინო პირბადეებზე მოთხოვნა გაიზარდა. თუმცა მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ სააფთიაქო კომპანიების ზოგიერთ ფილიალში დეფიციტია და ისინი სამედიცინო პირბადის შეძენას ვერ ახერხებენ.
მედიაჰოლდინგი “კვირა” მსხვილ სააფთიაქო ქსელებს დაუკავშირდა. “ჯიპისიში”, “ფარმადეპოში”, “პსპ” -სა და “ავერსში” აცხადებენ, რომ მათ სამედიცინო პირბადეების მარაგის საკმარისი რაოდენობა აქვთ და დეფიციტის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
“ქსელში სამედიცინო პირბადეების საკმარისი მარაგი გვქვს. როგორც მოგეხსენებათ პირბადეებზე მოთხოვნა გაზრდილია და შესაძლოა, ცალკეულ ობიექტზე ერთდროულად მოკლე დროში დიდი ოდენობა გაიყიდოს. თუმცა მომარაგება მალევე ხდება”, – აღნიშნეს “ჯიპისიში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები