ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაშავებულ მამაკაცს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს ფეხზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ამპუტაცია დასჭირდა. გარდა ამისა, მას ამ წუთებში ელენთაზე ოპერაცია უტარდება.
​იგი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული, სადაც შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
​ცნობისთვის, დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა 12 ადამიანს დაეჯახა, რა დროსაც ერთი პირი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ჯიხურს შეეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები