“იმაზე კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ირაკლი კობახიძე მთავაზობდა“

“იმაზე კარგი და კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ირაკლი კობახიძე მთავაზობდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ეკა ბესელიამ 2006 წელი გაიხსენა, როდესაც მან, ერთ-ერთმა წარმატებულმა ადვოკატმა, უარი განაცხადა საკუთრ საქმიანობაზე და მაშინდელ ხელისუფლებას ქუჩის აქციებით დაუპირისპირდა.
მისივე თქმით, მაშინდელ ხელისუფლებას სწორედ უსამართლო მართლმსაჯულების გამო დაუპირისპირდა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მასსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის პირისპირ შეხვედრა 2018 წლის ბოლო კვირის დღეებში შედგა, სადაც კომისიის სხდომის ჩანიშვნის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, სხდომა სასწრაფო წესით უნდა დანიშნულიყო.
„სხდომის ჩანიშვნის იდეა, მომაწოდა ირაკლი კობახიძემ. ჩემდა სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნდა, რომ ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე, ამ სხდომაზე მოსამართლეთა სიის განხილვა, ამავე სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და ამ სიის იმავე დღეს სესიაზე გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები