ეკა ბესელია ადასტურებს, რომ გუნდში დაპირისპირება სასამართლოსთან დაკავშირებულმა სიამ გამოიწვია

იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, ბოლო დროს პარლამენტში მომხდარ და კომიტეტთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
ბესელიამ ღიად განაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდში დაპირისპირება სასამართლოსთან დაკავშირებულმა სიამ გამოიწვია.
ბესელია წუხს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცრუობს და ამბობს რომ ეკა ბესელიამ სხვა მიზეზის გამო მიიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება.
ბესელიას თქმით, მას ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესების სია წლის ბოლო პარასკევს უნდა მიეღო და სთხოვა, რომ სხდომა პარასკევს ჩაენიშნა.
ბესელიას თქმით, მისთვის მიუღებელი იყო ამ თხოვნის ფორმაც, ასევე მოსამართლეების სიაც, შესაბამისად ოთხშაბათს მიიღო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება.
როგორც „ტვ პირველის“ ეთერში ეკა ბესელიამ განაცხადა, ის სამშაბათს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ცალკეც შეხვდა, მისი თქმით, ის ასევე შეხვდა პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
ეკა ბესელიას განცხადებით, ამ განცხადებებიდან ღიად, ჩანს თუ ვინ ლობირებს მოსამართლეების უვადოდ გამწესებიას სიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები