მამუკა მდინარაძე: ეკა ბესელია ჩემთან შეხვედრის სურვილს თუ გამოთქვამს, მზად ვარ, შევხვდე

„ეკა ბესელია ჩემთან შეხვედრის სურვილს თუ გამოთქვამს, მზად ვარ, შევხვდე“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მდინარაძემ არ უპასუხა შეკითხვას, დატოვებს თუ არა უმრავლესობას ეკა ბესელია.
„ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ განცხადებები უკვე გავაკეთეთ, ჩვენს ფრაქციაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ვიმოქმედეთ, რაც იყო სწორი გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე. რაც იყო სწორი რეგლამენტის წესების დაცვიდან გამომდინარე, ფრაქციის წესდებიდან გამომდინარე. ვუფრთხილდებით თითოეულ წესს ჩვენი გუნდისას და არ გვინდა, რომ ჩვენი განცხადებებით, მით უმეტეს დავძაბოთ სიტუაცია. ეკა ბესელია თუ გამოთქვამს ჩემთან შეხვედრის სურვილს, ჯერ არ დამკავშირებია, ყოველთვის მზად ვარ, მას შევხვდე. არანაირი პრობლემა არ მქონია გუნდის წევრებთან შეხვედრის და არც ახლა მექნება“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები