თბილისსა და რეგიონებში საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო (ფოტოკოლაჟი)

დღეს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციული საშობაო ალილო იმართება. საზეიმო მსვლელობა თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
ქუჩებში მსვლელობისას ალილოს მონაწილეები ტრადიციულად ტკბილეულს და საჩუქრებს აგროვებენ. შეგროვებულ ტკბილეულსა და ნივთებს, ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციალურ დაწესებულებებში გადაანაწილებენ.
საშობაო ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს, გასაბჭოების შემდეგ ეს ტრადიცია აღარ აღინიშნებოდა. ალილო ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები