ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს (ვიდეო)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს. საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები