ირაკლი კობახიძე: როდესაც არის გარკვეული სირთულეები, ეს დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს

„დღეს არის შობის დღესასწაული და არ მინდა, საზოგადოება შევაწუხო ამ საკითხებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, რისთვისაც, მმართველი გუნდი მზადაა.
„როდესაც არის გარკვეული სირთულეები, ეს სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები