გია ვოლსკი: ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე საუბარი ნამდვილად იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის ინფორმაციით, ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე საუბარი ნამდვილად იყო. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, ნამდვილად იყო საუბარი გუნდში და არსებობდა მოსაზრება გარკვეულ გადანაცვლებებზე, მათ შორის, კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე.

„ბოლო პერიოდში, ვითარება დრამატულად შეიცვალა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე და შესაბამისად, ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე“, – აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განცხადებით, პარლამენტში ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერის თანამდებობისთვის განკუთვნილი კაბინეტი მომზადდა. მისი თქმით, სექტემბერში მიიღეს დავალება, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაღალი თანამდებობის პირისთვის უნდა მოემზადებინათ შესაბამისი კაბინეტი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს კაბინეტი სწორედ ეკა ბესელიასთვის მზადდებოდა, რომელიც უნდა დაეწინაურებინათ და მას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაეკავებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები