დავით ჭიჭინაძე ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევის საკითხზე: გუშინდელი გადაწყვეტილება დიდი შეცდომა იყო

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას “დიდ შეცდომას” უწოდებს.
მისი შეფასებით, როდესაც ერთ-ერთი თანაგუნდელის გაწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, ამ ადამიანებს უკვე აპირისპირებ და ერთმანეთისადმი უნდობლობას იწვევ.
„გუშინდელი გადაწყვეტილება იყო დიდი შეცდომა იმიტომ, რომ შენ, როდესაც ერთ-ერთი თანაგუნდელის გაწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, პრინციპში, ამ ადამიანებს უკვე აპირისპირებ და ერთმანეთისადმი უნდობლობას იწვევ. საკუთარი კოლეგის მიმართ ასეთი საქციელი, როცა ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურები და მეორე ჯგუფისას ფეხქვეშ თელავ, ამას სხვა რაღაც ჰქვია. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია. ღირსებაშელახული დეპუტატები საკმაოდ მძიმე საყურებლები იქნებიან ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები