მეხანძრე-მაშველებმა 2018 წელს 1330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, გასულ წელს მეხანძრე-მაშველებმა 54 750 ინციდენტზე მოახდინეს რეაგირება და 22 448 სამაშველო მოქმედება ჩაატარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 1330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი გადაარჩინეს.
ამასთანავე, 2018 წელს 11 067 ხანძარი დაფიქსირდა, მათ შორის 112 – ტყეში, 1 510 ველებსა და პურეულის მასივებში.