დავით ჭიჭინაძე: 76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს

76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს დაუჭერენ სხვანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს. „76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს. სხვა რამეს ამ ადამიანებს ვერ დავარქმევ, ვინც ამას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, არამარტო საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, არამედ მათ საგვარეულო ხაზზეც კი აისახება ეს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები