ეკა ბესელია: ბრძოლა შიგნით და არაგუნდური საქციელი დაკავშირებული იყო სასამართლოსთან

„ბრძოლა შიგნით და ეს არაგუნდური საქციელი და ბევრი რამ, რაც გასცდა ეთიკის და პოლიტიკური ურთიერთობის წესებს, ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული სასამართლოსთან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესთან და ე.წ. ახლების გუნდთან რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 იანვარს ჩაინიშნა. ეკა ბესელიამ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა და განაცხდა, რომ სხდომა პროცედურული დარღვევით ჩაინიშნა.

„ბრძოლა შიგნით და ეს არაგუნდური საქციელი და ბევრი რამ, რაც გასცდა ეთიკის და პოლიტიკური ურთიერთობის წესებს, ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული სასამართლოსთან. პირველად ვთქვი საჯაროდ ამის თაობაზე, მაგრამ შიგნით ჩემი პოზიციები არასდროს დამიმალავს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია საქართველოში 6 იანვარს ბრუნდება. მისი თქმით, დეტალებზე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები