პრემიერი: პატრიარქი მთელი ერისთვის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
“ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს. ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი.
მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!” – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს, 86 წელი შეუსრულდა.