„ათასობით ადამიანი ცხოვრობს ჩემს მიერ აშენებულ ბინებში, მე კი სიბერეს ნაქირავებ, პატარა ოთახში ვატარებ…“

ომარ კვენიტაძე საქართველოს დამსახურებული მშენებელია. მას არაერთ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა. ის აშენებდა სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, მიკრორაიონებს.  სანამ მუშაობდა, ომარის ოჯახს არაფერი აკლდა. ერთ საბედისწერო დღეს მან მძიმე ტრავმა მიიღო და მხედველობა დაკარგა. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რათა ავადმყოფისთვის აუცილებელი მკურნალობა ჩაეტარებინა. კვენიტაძეები საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.

ნერვიულობის ფონზე ომარს სისხლძარღვების დაავადება დაემართა. სამწუხაროდ, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე აღმოჩნდა. ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და ომარი მეუღლესთან ერთად ბედის ანაბარა დარჩა.

ახლა ომარი კვენიტაძე და მისი მეუღლე ზინა 8 კვ.მ ოთახში ცხოვრობენ, ელემენტარული პირობების გარეშე, ხოლო მწირი პენსია და სოციალური შემწეობა არ იძლევა ნორმალური მკურნალობის საშუალებას. 

„საშინელებაა რაც დამემართა,  განადგურებული ვარ იმ ტკივილის გამო კი არა, რასაც მე განვიცდი, არამედ იმის გამო,  რომ ოჯახი ქუჩაში ფაქტობრივად ქუჩაში მყავს… ათასობით ადამიანი ცხოვრობს ჩემს მიერ აშენებულ ბინებში, მე კი სიბერეს ნაქირავებ პატარა ოთახში ვატარებ, სიღარიბეში… გული მწყდება, რომ ამ დიდ ქალაქში ჩემთვის თუნდაც ერთოთახიანი ბინაც კი ვერ მოიძებნა“,- ამბობს ომარი.

„ძალიან მძიმეა ამ სიტყვების მოსმენა უმწეო მოხუცისგან, რომელიც მთელი სიცოცხლე თავის საყვარელ ქალაქს ემსახურა… 

მეგობრებო, მოდით არ დავტოვოთ ბატონი ომარი ყურადღების გარეშე, გავუწიოთ მას დახმარება, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე!   შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ომარ კვენიტაძ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/147-zasluzhennyj-stroitel-gruzii-zhivyot/“,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები