რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ამობრუნდა (ვიდეო)
თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველმა აცნობა, ზესტაფონთან, ტრაილერი ამობრუნდა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.