მამუკა მდინარაძე: მოსამართლეების საკითხის განსახილველად ჩვენ ბევრი დრო გვაქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, სხდომის დასრულების შემდეგ, მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნულ თემაზე საუბრისას განაცხადა, ეს საკითხი საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.
მისივე თქმით, გუნდის მთავრი პრინციპია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია.
„არავინ მარცხდება და იმარჯვებს. არ ვაპირებ, დღეს ძველ მიზეზებზე ვისაუბრო. ბოლო დროს განვითარებული თემების დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არ არის სწორი და მართალი. მოსამართლეების საკითხის განსახილველად ჩვენ ბევრი დრო გვაქვს. ვიმსჯელებთ გუნდში და ვთანხმდებით მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის შესანარჩუნებელი. სხვათა შორის, თავის დროზე, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდით, ვენეციის კომისიამ თქვა და შენიშვნებშიც კი დაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებები არ უნდა გადაიხედოს პარლამენტის მიერ. ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ვინც ვთქვით, რომ მიუხედავად ამისა, საპარალამენტო ფილტრი ​მაინც სჭირდება. ჩემი აზრით, ეს არის პასუხი ყველაფერზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები