ზაქარია ქუცნაშვილი: კობახიძემ ისაუბრა, რომ ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული

“ეკა ბესელია არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ქუცნაშვილის თქმით, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა.
“ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ. რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმები, იქამდე თავს შევიკავებ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისგან. დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ თქვა – ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს მათ შორის მის შეხედულებებს. ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ფრაქციის წევრი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები