დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ვინაიდან ბესელია სხდომას არ ესწრებოდა, მასზე არ გვესაუბრა

გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა მოხდა ორი მიზეზით – პროცედურული დარღვევები და გუნდური განხილვის გარეშე არჩევა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, ხუნდაძის თქმით, მასთან დაკავშირებით საუბარი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით არ ყოფილა.
„გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა მოხდა ორი მიზეზით – პროცედურული დარღვევები და გუნდური განხილვის გარეშე არჩევა. ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განხილვა არ ყოფილა. თავად პარტიის ლიდერმა ჩათვალა, რომ ვინაიდან არ ესწრებოდა, მასზე არ გვესაუბრა”, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარტიიდან უნდა გარიცხულიყო.
ეკა ბესელია საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები