იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც მანამდე გავრცელდა, დაადასტურა.
„ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გუნდმა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები