მამუკა მდინარაძე: გედი ფოფხაძის დანიშვნა პროცედურული საკითხების დარღვევით მოხდა და გუნდთან შეთანხმებული არ ყოფილა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის შესახებ კომენტარი გააკეთა. მდინარაძემ გაწვევის მიზეზად ორი საკითხი დაასახელა, პირველი-მოხდა პროცედურული საკითხების დაღვევა, მეორე- არ იყო გუნდთან შეთანხმებული გედევან ფოფხაძის ახალი თანამდებობა.
„ეს იყო ორი მიზეზი – იყო დარღვეული პროცედურული საკითხები და მისი მოადგილეობის საკითხი არ იყო გუნდთან შეთანხმებული. ამ შემთხვევაში შესაძლოა მეორე ხარისხოვანიც კი იყოს რეგლამენტი და რომ შესაბამისი პროცედურები დაირღვა, ამიტომ მიიღო სწორედ ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ სამი წევრი წავიდა.
„არც ერთ ადამიანს, რომელიც დღეს გამოთქვამდა თავის მოსაზარებას დაწყებული პარტიის ხელმძღვანელობიდან გაგრძელებეული ნებისმიერი ჩვენი წევრი ფრაქციის, არ უთქვამს ის რომ განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს რაიმე სანქცია უნდა დაეკისროს. ეს სანქციაც კი არ არის, ეს არის ყველაზე რბილი ფორმა რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება და მეორე ხარისხოვანიც კი არის ის რომ პროცედურილი დარღვევებით მოხდა მისი არჩევა, თუმცა, ასეთი პრეცედენტის დაშვება არის ძალიან ცუდი“,- აღნიშნა მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები