ზაქარია ქუცნაშვილი: მშიშარა კაცი არ ვარ და ყოველთვის მექნება ჩემი აზრი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” დემოკრატიული პარტიაა. ამიტომ, მისივე განცხადებით, ის მშიშარა კაცი არ არის და ყოველთვის დააფიქსირებს თავის აზრს.
“ბატონმა ბიძინამ ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო, მან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ გახლავთ ფრაქციის წევრი. ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ. რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ის ჩვენთვის აზრთა სხვადასხვაობაა. ბატონ ბიძინასაც ბევრჯერ უთქვამს, რომ მე მის აზრს არ ვიზიარებ, ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, მე ყოველთვის მექნება ჩემი აზრი”, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები