გედევან ფოფხაძე: არასწორი იქნება, რომ სასამართლოს თემები კერძო თემებმა გადაფაროს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს თემები კერძო თემებმა არ უნდა გადაფაროს. როგორც მან ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ეკა ბესელია არ იმყოფებოდა შეხვედრაზე, მასზე საუბარი სწორი არ იქნებოდა.
“არ ვმალავ, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპულია. ამ თემასთან დაკავშირებით საჯაროდაც უნდა ვისაუბროთ. ის, რომ მხოლოდ გუნდის შიგნით უნდა დავაფიქსიროთ არგუმენტები არ არის სწორი. თუმცა, ყველა თავის პოზიციას თავად გეტყვით. მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე საუბარი არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან ის არ ესწრებოდა შეხვედრას. არასწორი იქნება, რომ სასამართლოს თემები კერძო თემებმა გადაფაროს. ვის რა სტატუსი გვექნება პარლამენტში ეს მეასე ხარისხოვანია.
მოსამართლეებთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია გუნდში, დავასახელე არგუმენტებიც, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჩემი მისამართით კითხვები აღარ უნდა იყოს”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.
მისივე შეფასებით, არ არის ოქროს წესი პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრება, რომ პრობლემა ყოველთვის გუნდის შიგნით უნდა იყოს განხილული და გარეთ მხოლოდ ერთიანი პოზიციით უნდა წარსდგეს თითოეული მათგანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები