3-4 იანვარს “მეტეორების წვიმაა” მოსალოდნელი
3-4 იანვრის ღამეს “მეტეორიტული წვიმა” ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო იქნება. “მეტეორიტული წვიმა” 28 დეკემბერს დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება, მაგრამ ის მოვლენა, რომელიც 3-4 იანვარს დაფიქსირდება ყველზე მასშტაბური იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “პარნამი” ავრცელებს.
მეტეორების ცვენის სიხშირე საათში საშუალოდ 120 მეტეორამდე იქნება.