ეკა გიგაურმა, ზვიად ქორიძემ და ბასა ჯანიკაშვილმა შეწყალების კომისია დატოვეს

ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია დატოვა. მასთან ერთად კომისია თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ და ბასა ჯანიკაშვილმაც დატოვეს.
„შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა – მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ უფრო შევსებას აპირებს კომისიის განახლებასთან ერთად.
წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.
აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს ! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე“,- წერს ეკა გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები