ეკა ბესელია: მგონია, რომ გია აბაშიძეს ეს დავალება მისცეს, მაგრამ უნდა გავარკვიო – ვინ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ექსპერტ გია აბაშიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც მან “რუსთავი2”-თან საუბრისას აღნიშნა, აბაშიძეს ეს დავალება მისცეს, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის. ბესელია იმედოვნებს, რომ ამ ფორმით ვიღაც ჯგუფი მასთან “ომს” არ აწარმოებს.
“ეს ისეთი აბსურდია, რაც გია აბაშიძემ დაწერა, რომ შინაარსში ვერ შევალ. რა არის ამის პოლიტიკური მხარე, ამას ვხვდები. ის პარტიის შიგნით მუშაობს და მისგან მიკვირს ვინ დაავალა ამის დაწერა. რაღაც ბმას ვხედავ, რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ რაღაც პროვოკაცია მზადდებოდა, უბრალოდ არ ვიცოდი შინაარსი. არ ვიცნობ ამ ადმიანს და მისგან მიკვირს. გია აბაშიძე არ არის აქტიური, მაგრამ მე მგონია, რომ მას ეს დავალება მისცეს, თუმცა უნდა გავარკვიო – ვინ. ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ასეთ ადამიანად არ ვიცნობდი. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის ის ფორმა, რომ რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა”,-აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში ექსპერტმა, გია აბაშიძემ დაწერა, რომ დღეს მიმდინარე “ქართული ოცნების” სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარტიიდან გაირიცხება.
​მისივე თქმით, წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. “ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების “მასწერ სპორტა”-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას”,-წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები