მექსიკაში, ქალაქის მერი, თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე საათში მოკლეს

მექსიკაში, ქალაქ ტლახიაკოს ახლადარჩეული მერი ალეხანდრო აპარისიო არჩევიდან რამდენიმე საათში უცნობმა პირმა მოკლა. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აპარისიოს გარდაცვალება ოახაკას პროვინციის გუბერნატორმა, ალეხანდრო მიურატმა დაადასტურა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აპარისიო ქალაქის მთავრობის შენობაში შეხვედრაზე წავიდა. გზად თავს უცნობი პირები დაესხნენ და მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისას 4 ადამიანი დაშავდა. ოახაკას შტატის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები