საახალწლოდ, საქართველოს რეგიონებში სასწრაფო დახმარების 5063 გამოძახება დაფიქსირდა

საახალწლოდ, ორი დღის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5063 გამოძახება დაფიქსირდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, სასწრაფოს ეკიპაჟებმა ორი დღის განმავლობაში 4733 პაციენტს აღმოუჩინეს დახმარება.

ნაწილს შესაბამისი სერვისები ადგილზე მიეწოდა, დამატებითი საჭიროებისთვის კი, ჰოსპიტალიზაცია 1410 შემთხვევაში განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საახალწლოდ, რეგიონებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანებების შემთხვევებიც დაფიქსირდა. 31 დეკემბერს ამ მოტივით სასწრაფოს 31-მა პაციენტმა მიმართა, დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის მათგან 24-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 3 შემთხვევა დაფიქსირდა 1-ელ იანვარს.

სამივე დაშავებული სასწრაფომ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკაში მოათავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები