11 წლის ბიჭს, რომელსაც პიროქტენიკის აფეთქების შედეგად ხელის მტევანი დაუზიანდა, სასწრაფო ოპერაცია უტარდება

ამ წუთებში, 11 წლის ბიჭს, რომელსაც პიროქტენიკის აფეთქების შედეგად ხელის მტევანი დაუზიანდა, სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკრი საავადმყოფოს ექიმები მოზარდის ხელის შენარჩუნებას ცდილობენ.
როგორც „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დღესვე, კიდევ ერთი ოპერაციაა დაგეგმილი, ამ შემთხვევაშიც პაციენტს ზედა კიდური პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაუზიანდა.
სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისათვის 15 ბავშვი მკურნალობს, რომლებიც კლინიკაში ახალი წლის შემდეგ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად აღმოჩნდნენ. პაციენტთა ასაკი 10 – 13 – წლამდე მერყეობს და უმრავლესობა ბიჭია.
„ახალი წლის ღამეს, სამედიცინო დაწესებულებაში 12 ბავშვი შემოიყვანეს, წუხელ, 2 იანვრის ღამეს კი კიდევ 3 პაციენტი დაემატა. ისინი კლინიკაში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად აღმოჩნდნენ, ყველა მათგანს დაზიანებები აღენიშნება ზედა კიდურებზე”, – აცხადებენ ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული 20 – მდე მოზარდი აღმოჩნდა დამწვრობის ცენტრშიც.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, დაშავებული პაციენტებიდან 10 ბავშვია, დანარჩენი კი მოზარდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები