სუს-მა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საჩუქრები გადასცა(ფოტოკოლაჟი)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაღუპული კოლეგების ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები