რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა, შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 79 ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი და ამ დრომდე ეძებენ. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიას ჩელიაბინსკის გუბერნატორმა, ოლეგ კლიმოვმა, აცნობა.
ნანგრევებიდან მაშველებმა სამი ადამიანის ამოიყვანა მოახერხეს. დაშავებულებს შორის, ერთი მცირეწლოვანია. პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქება მეორე სართულზე მოხდა.
გუბერნატორის ცნობით, დაზარალებულ 300-მდე ადამიანს სასტუმროში გადაიყვანენ.