ხელისუფლების წარმომადგენლებმა  არხოტისა და შატილის ხეობის მოსახლეობას საახალწლო საჩუქრები ჩაუტანეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე შატილისა და არხოტის ხეობებს ესტუმრნენ.   მათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რეინჯერებსა და მესაზღვრეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა  სასაზღვრო სექტორი „შატილი“ მოინახულა, მესაზღვრეებს  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული წელი უსურვა და აღნიშნა, რომ მესაზღვრეების პირობების გაუმჯობესება მომდევნო წელს კვლავ მთავარი პრიორიტეტი იქნება.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თურქეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ლიეტუვას, უნგრეთის და ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრებიც ჩაუტანეს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შატილის სკოლა-პანსიონის მასწავლებლებსაც მოემსახურა და ისინი შატილიდან თბილისში გადმოიყვანა.

არხოტისა და შატილის ხეობებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის   პირველი მოადგილე კახაბერ ჩიქოვანი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები