კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა(ვიდეო)

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა.
როგორც “კვირას” ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა მარუაშვილი დღეს, გურჯაანში ჩავიდა და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს საახალწლოდ ჰუმანიტარული პროდუქტები ტანსაცმელი, მათთვის საჭირო ნივთები და თანხა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ნინო ობოლაშვილი 3 შვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მას სიმსივნე აქვს და უსახსრობის გამო ვერ მკურნალობს. ოჯახს საკვების ფულიც არ გააჩნია. სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად თანხა ევროპის უნივერსიტეტმა, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა და საქართველოს უნივერსიტეტმა გაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები