თბილისში პროფესიულად მომზადებული თევზის ახალი რესტორანი – „თევზი და ყავა“ გაიხსნა(ფოტო,ვიდეო)

თბილისში, ჩიტაძის 11 ნომერში, ახალი რესტორანი – „თევზი და ყავა“ გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საპატიო სტუმრებმა რესტორნის კონცეფცია და გარემო დადებითად შეაფასეს.
თევზისა და ყავის მოყვარულებს რესტორანი „თევზი და ყავა“ მრავალი სახეობის ზღვის პროდუქტებსა და მათ თვალწინ დაფქულ არომატულ ყავას სთავაზობს. ​ ზღვის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად, რესტორანი სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებითაც გაუმასპინძლდება.
რესტორნის პირველ სართულზე ჩილიმის მოყვარულებს შეუძლიათ, ყავასა და ჩაისთან ერთად, არომატული ჩილიმით ისიამოვნონ. მეორე სართულზე კერძების დაგემოვნებასთან ერთად, სტუმრებს წყნარი მუსიკით დატკბობაც შეეძლებათ. ნულ სართულზე კი შვედური მაგიდა განთავსდება.
როგორც რესტორნის დამფუძნებლები ამბობენ, ვინაიდან თბილისში პროფესიონალურად მომზადებული თევზის რესტორნების ნაკლებობაა, რესტორანს „თევზი და ყავა“ გამორჩეული ადგილი ექნება, რადგან იქ მისულებს ადგილზე შესთავაზებენ პროფესიონალურად მომზადებულ ზღვის პროდუქტებს.
„თევზი და ყავა“ სტუმრებს დილის 11-დან საღამოს 11-საათამდე მოემსახურება და როგორც რესტორნის ხელმძღვანელობა ამბობს, ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები