71-ე საბავშვო ბაღში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, 5 წლის ბიჭი დაშავდა

71-ე საბავშვო ბაღში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი აღსაზრდელი დაშავდა. 5 წლის ბიჭმა მარჯვენა ფეხის ბარძაყისა და წვივის დამწვრობა მიიღო.

როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და სახლში განაგრძობს მკურნალობას. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 26 დეკემბერს შემოვიდა.

შს სამინისტრომ თბილისის, 71-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ შსს -ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს 71-ე ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახის პიროტექნიკა ააფეთქეს. შემთხვევის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები