საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ხელშეწყობისთვის ევროკავშირის პროგრამა განხორციელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, მოადგილეებთან ერთად ევროკავშირის მიერ დელეგირებულ ექსპერტებს, ტომას ვენენს და ანტოან ჰანინს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს საქართველოში უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულთან ბრძოლის პროგრამის SAFE  (Security, Accountability and Fight Against Crime Programme) გაცნობა წარმოადგენდა. როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან საბრძოლველად ევროკავშირმა 27 მილიონი ევროს დახმარება გამოყო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ზემოაღნიშნული პროგრამა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებს ითვალისწინებს. პროგრამა ოთხ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთია კორუფციის, ფულის გათეთრების და ზოგადად, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა. პროგრამის ფარგლებში  საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისთვის შესაბამისი უწყებების გაძლიერების ხელშეწყობა მოხდება.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ევროპელ ექსპერტებს დეტალური ინფორმაცია უწყების საქმიანობის და სამსახურის მიერ გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეების ბოლო წლების სტატისტიკის შესახებ მიაწოდეს. საუბარი შეეხო შედეგების შეფასების მეთოდებს და ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის გზებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ყველა მნიშვნელოვან საკითხს დეტალურად განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები